Wednesday, July 13, 2011


1.პროექტის სახელწოდება.    სამშობლო

2.პროექტის მთავარი იდეა  (თემა) 1–2 წინადადებით.  –რა ვიცით ჩვენი სამშობლოს,მისი რეგიონების,მოსახლეობის შესახებ?

 3.პროექტის აქტუალობა.–  მოსწავლეები შეისწავლიან ჩვენი სამშობლოს მდებარეობას,რეგიონებს მოსახლეობით,გაეცნობიან გერბს,დროშას და ჰიმნს,სამშობლოსადმი მიძღვნილ ლექსებს.

4.პროექტის მიზნები.      – 1.ჯგუფური მუშაობის,მასალების შეგროვებისა და ორგანიზების,ნამუშევრების წარდგენის–პრეზენტაციის უნარ–ჩვევის განვითარება.2.ჩვენი სამშობლოს გაცნობა სხვადასხვა რეგიონით და მოსახლეობით,ატრიბუტიკით,რუკით.

5.მონაწილეთა ასაკი.– მე–3 კლასის მოსწავლეები. 

6.ვადები/ხანგრძლივობა.– 10.10–დან 30.10–მდე.2011წ.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რ აც შეიძლება შეიქმნას. –1.მოსწავლეები ისწავლიან საქართველოს რუკას,ჰიმნს,გერბსა და დროშას,რეგიონებს მოსახლეობით,სამშობლოსადმი მიძღვნილ ლექსებს.2.სამშობლოს უკეთ შესწავლის მიზნით გააკეთებენ ალბომს,ჯგუფური თანამშრომლობით მოძიებულ მასალებს წარადგენენ პრეზენტაციით.          

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი  რესურსები.–სახელმძღვანელო"ქართული" მე–3 კლასი ბ.სულაკაურის გამომც.,სამუშაო დიდი ფურცლები და მარკერები,საბავშვო ენციკლოპ1დია,ფოტოები,რუკა,ჩანაწერები, ინტერნეტში საძებნი ვებ–გვერდები:google.com wikipedia.org.


9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი   აქტივობები)
.  –1.პროექტის დასაწყისში მოსწავლეებს შევთავაზებ საპრეზენტაციო თემას და გავაცნობ პროექტის შინაარსს,მათთან ერთად განვსაზღვრავ რამდენი დღე დასჭირდება სამუშაოს შესასრულებლად.
2.დავყოფ კლასს ჯგუფებად და გადავუნაწილებ დავალებებს:ერთი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციებს ჩვენი საშობლოს შესახებ რეგიონებით და მოსახლეობით,მეორე ჯგუფი–მოამზადებს გერბს,დროშასა და ჰიმნს,მესამე ჯგუფი–მოიძიებს და წარმოადგენს სამშობლოსადმი მიძღვნილ ლექსებს, მეოთხე ჯგუფი კი დაახასიათებს იმ რეგიონს და მოსახლეობას,რომელშიც ცხოვრობენ.
3.დაგეგმილი საქმიანობის შესაბამისად იწყებენ დავალებების შესრულებას,ინფორმაციის მოძიებას,პლაკატების დამზადებას,მოძიებული ლექსების შესწავლას.
4.ემზადებიან პრეზენტაციისათვის დაქმნიან ალბომს.
5.პრეზენტაციას წარმოადგენენ კლასისა და მოწვეული სტუმრების წინაშე.
                                                           
10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლოგეგმასთან კავშირი.ბუნება–მე –3 კლ.,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.ბუნ.3.7.რუკაზე გამოარჩევს გეოგრაფიულ ობიექტებს,საქართველოს მდებარეობას,რეგიონებს. ს.გ.3.6.მონაწილეობს ერთობლივი ნამუშევრის შექმნაში.,ს.გ.3.7.წარმოადგენს ნამუშევარს აუდიტორიის წინაშე ინტერპრეტატორის როლში.,ქართ.3.3.ხმამაღლა კითხულობს აუდიტორიის წინაშე სასურველ/შერჩეულ ლექსს და ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს.   

11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)  – იზა ალექსანდრია

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა.  ialeksandria@gmail.com                                                                                                        
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი.ialeksandria.blogspot.com/2011/07/1.html